ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი, პირმისაანი, მჭადიჯვარი, ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ზემო და ქვემო აში, ქერანა, ქარაულები და მიმდებარე სოფლებში.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, ნატახტარი, წილკანი, საგურამო.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.