არქივი16 ნოემბერი, 2024, 13:12
ენერგორესურსების გასაიაფებლად ევროკავშირმა ანტირუსულ სანქციებს უნდა გადახედოს - ორბანი

ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
„ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა უნგრულ საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში.
წყარო: 1 არხი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.