ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი

შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნინო გულეიშვილის თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ აპარატს დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის.
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი. გვქონდა პოტენციური საშიშროება, რომ ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. ამას დამატებით, 6 ათას აბონენტთან გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც შეუწყდათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ ვინ იყვნენ ეს აბონენტები. კომპანიების განმარტებით, დანადგარის ჩახსნის მიუხედავად, ისევ დაგხვდათ დამონტაჟებული, რის გამოც შეუწყდათ გაზის მიწოდება. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელმა მოაწესრიგა დანადგარი“, – აღნიშნა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს