ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ₾60 მილიონზე მეტი უკვე დავზოგეთ - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით ₾60 მილიონზე მეტი უკვე დავზოგეთ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მხოლოდ ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე წლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა 60 მლნ ლარზე მეტი.
როგორც მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ოპტიმიზაციის რესურსი კიდევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„საჯარო სამსახურში კადრების ოპტიმიზაცია იყო ჩვენს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყეთ სახელმწიფო საწარმოებით, თუმცა ეს ნაბიჯი მოიცავს სხვა სტრუქტურებსაც. მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკისა და რკინიგზის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე მოვახერხეთ 60 მლნ ლარზე მეტის დაზოგვა წლიურ ჭრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გამოგვითავისუფლდა 240 მლნ ლარი, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებისკენ შეგვიძლია მივმართოთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ოპტიმიზაციის რესურსი დამატებით არსებობს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. ასევე, ეს ნაბიჯი ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმის გატარების საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.