ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან

ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თურქმენეთს დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, გარდა ამისა, გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან
ენერგეტიკა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც მოეწერა ხელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თურქმენეთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან მდიდარი რესურსებით გამორჩეული ქვეყანაა.
„ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ თურქმენეთს ძალიან კონკრეტული დახმარება ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს ინტერესი, შევისყიდოთ ენერგეტიკული რესურსები თურქმენეთისგან. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები და ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული პროგრესი გვექნება ურთიერთობებში უახლოეს მომავალში იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ხელი მოეწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ