ენგურჰესის დირექტორი რუსებთან მომლაპარაკებელია, რომ საარჩევნოდ ენგურის ხიდი დაიკეტოს – წითლიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მებონია წინასაარჩევნოდ დანაშაულებრივ ქმედებებშია მხილებული.
“ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული. პირველი: მას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან, პირადობის მოწმობები ჩამოართვას, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ შეძლონ. მეორე და კიდევ უფრო მძიმე დანაშაული: ლევან მებონია მთავარი მომლაპარაკებელია რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს ენგურის ხიდი დაიკეტოს. ანუ, რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდი დაკეტონ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ”. – თქვა წითლიძემ.
ანა წითლიძის თქმით, ლევან მებონიას დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები მოიპოვეს და ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს უკვე გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება – ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება – დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონეთის პრეზიდენტთან მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი იყო, საერთო საფრთხე გვაქვს – რუსეთი – მნიშვნელოვანია მხარდაჭერის შენარჩუნება და შეთანხმებულად მოქმედება