ენგურჰესის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება

ენგურჰესის განცხადებით, მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა, თუმცა ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.
„ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.
შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს