არქივი16 თებერვალი, 2025, 20:39
"ემპოლიმ" ისევ წააგო - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

სერია A-ს ოცდამეხუთე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „უდინეზესთან“ 0:3 დამარცხდა.
"ემპოლის" მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა. მან ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 6.9, flashscore 6.8, whoscored 6.5.
„ემპოლიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 21 ქულით ჯერჯერობით მეჩვიდმეტე ადგილზეა და 23 თებერვალს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
უდინეზე - ემპოლი 3:0
გოლები: 1:0 ეკელენკამპი (19), 2:0 ეკელენკამპი (65), 3:0 ტოვენი (90)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.