ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იმავე დავალებას რომ გაძლევენ ახლა, იცი რომ გამხელენ და მაინც ჭადრაკი გაგაქვს და ფოტოებს ავრცელებ

ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, ჭადრაკს რომ თამაშობდნენ მომიტინგეები. ზუსტად იმავე დავალებას რომ გაძლევენ ახლა, იცი რომ გამხელენ და მაინც ჭადრაკი გაგაქვს და ფოტოებს ავრცელებ
ერთ-ერთი ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, როდესაც ჭადრაკს თამაშობდნენ მომიტინგეები?! ხომ დეტალია, მაგრამ ზუსტად იმავე დავალებას გაძლევენ ახლა, შენც რომ ჭადრაკი გაგაქვს და ერთი ერთში მეორდება ახლა, არაფერი იცვლება ე.წ. გაიდლაინებში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, სად არიან ოპოზიციური ლიდერები და რატომ არ ჩანან პოლიტიკურ ველზე.
„ახალი წლებიდან გამომდინარე, შესაძლოა ნაკლები დავალება მოსდიოდეთ მათ [ოპოზიციას]. ვიღაცისთვის შესაძლოა ცოტა რთული დასაჯერებელი იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიის მომხრეები არ არიან, მაგრამ რეალობა ერთია, სხვანაირი მოქმედების საშუალება მათ არ გააჩნიათ. თუ დავალება არ მიიღეს, ისინი ნაბიჯს არ დგამენ. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში რა მოვლენები ვითარდება, -ის არჩეული პრეზიდენტი კანადის, გრენლანდიის და სხვა ტერიტორიების შეერთებაზე ლაპარაკობს და ესენი [ოპოზიცია] დარბიან და მაიმუნი „აბიზიანა“ ვერ იქნებაო. ისეთ დავალებებს აძლევენ, პრაქტიკულად მონური ჩარჩოებიდან გასვლის საშუალება არ აქვთ.
გუშინ გავრცელდა ფოტოები, რომელსაც „ბუსტავენ“ და უდიდესი ფული ჯდება თითოეული [აქციის] დღე. ვიღაც გულწრფელი ადამიანი შეიძლება ფიქრობს, ასეთი თუ არის იქ, რომ აქციებზე დავდივართ, რაღაცას ვაპროტესტებთ, რაღაცის გვჯერაო. გასაგებია, შეიძლება დააჯერეს, მაგრამ ბირთვი ამ აქციების მართვის ხომ ამ პარტიებიდან და იმ „ენჯეოებიდან“ არის, რომლებიც დავალებას იღებენ პირდაპირ?! ხომ თვითონაც იციან, რომ ერთ-ერთი ემოციური ფოტო იყო „მაიდნის“ დროს უკრაინაში, როდესაც ჭადრაკს თამაშობდნენ მომიტინგეები?! ხომ დეტალია, მაგრამ ზუსტად იმავე დავალებას გაძლევენ ახლა, შენც რომ ჭადრაკი გაგაქვს და ერთი ერთში მეორდება ახლა, არაფერი იცვლება ე.წ. გაიდლაინებში, რაც დავალების სახით მიდიოდა ჯერ „მაიდნის“ დროს, ახლა აქ [საქართველოში] წარუმატებელი ფეიქ მაიდნის შემთხვევაში. ასეთ დავალებებსაც კი ასრულებენ. იციან, რომ ერთი ერთში გამეორდება, მერე ვიღაც პოლიტიკოსი, ან მდინარაძე ან სხვა გამოვა და გამხელს, მაგრამ იმდენად არ გაქვს გაპროტესტების საშუალება და უფლება საკუთარი პატრონის წინაშე, რომ მაინც გამოდიხარ და ფოტოებს ავრცელებ, როგორ თამაშობენ მომიტინგეები ჭადრაკს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა