არქივი15 იანვარი, 2025, 11:11
ემოციური კადრები - რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა [VIDEO]
![ემოციური კადრები - რა გააკეთა კვარაცხელიამ წინა ღამით, ვიდრე ნეაპოლს დატოვებდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/01/22ed8fc4b32b0132cda83327f156bc05-zn2fjD.jpeg)
საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას დღეს პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
მანამდე კი ნეაპოლში წინა ღამით ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.
ხვიჩა გუშინვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და სტაფს და დღეს როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზში ელიან.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.