ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. გვქონდა დეტალური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითად პრიორიტეტებზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის. მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო გარანტიები აუცილებელია მშვიდობისთვის, რომლის მიღწევაც ნამდვილად შეიძლება“, – წერს ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსება ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას.
„გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზაციას“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო