ემანუელ მაკრონი – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი , ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება

ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი , ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, ნატო-მ და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის მოწოდება, რომ ნატო-მ და მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს მოლაპარაკებებამდე ერთადერთი გზაა. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის შესახებ უკრაინელების გარეშე და ევროპის შესახებ ევროპელების გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ძლიერი უკრაინა, ძლიერი ევროპა და ძლიერი ალიანსი გვჭირდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზულ ესკალაციას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს