– ჩვენი განზრახვაა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუ ის ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მაკრონმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის და ზოგადად ევროპული სახელმწიფოების მიზანია ცეცხლის შეწყვეტა „ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე იმისთვის, რომ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილონ“.
„ჩვენი განზრახვაა, უახლოეს დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დავაწესოთ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები კოორდინაციას უწევენ თავიან სასანქციო ზომებს.
შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ახალი სანქციებით დაემუქრნენ, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები მზად არიან, ახალ სანქციებზე გადასვლამდე უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თურქეთში შესაძლო შეხვედრას დაელოდონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს