პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - „ტელეგრამის“ დამფუძნებლის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის

„ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის ტერიტორიაზე პაველ დუროვის დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა.
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებობას შეესაბამება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.