ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს შეხვდება

ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას 7 მაისს პარიზში შეხვდება.
„შეხვედრაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას ახალი, თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის მშენებლობის მიმართ, რომელიც პატივს სცემს სირიის საზოგადოების ყველა ნაწილს“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას პირველი ევროპული ვიზიტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.