ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Mirage საბრძოლო თვითმფრინავებსა და Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის” ვიდეოზარის დროს განაცხადა. მისი სიტყვები ფრანგულ ტელეარხ TF1-ს მოჰყავს.
„უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარების გაძლიერება: საჰაერო თავდაცვის სისტემები, შორი მანძილის შესაძლებლობები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით Aster ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Mirage საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. მას არ დაუზუსტებია, რა რაოდენობაზეა საუბარი.
მაკრონმა ცალკე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის ბოლო სანქციებმა „უნდა იმოქმედოს რუსეთის საბრძოლო ქმედებების დაფინანსებაზე”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.