ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ დარჩება თანამდებობაზე „სრულად, მანდატის დასრულებამდე“.
მან მადლობა გადაუხადა მიშელ ბარნიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობისთვის და საფრანგეთის ულტრა მემარჯვენეები და მემარცხენეები მთავრობის დამხობის მიზნით "რესპუბლიკის საწინააღმდეგო ფრონტში" თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.