ემანუელ მაკრონი პუტინზე – როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ

როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა.
“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ,” – განაცხადა მაკრონმა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.
“საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის,” – განაცხადა მაკრონმა.
გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის “ზეწოლას”.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”