– მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება – თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპამ თავისი დაპირებები შეასრულა, რადგან გააძლიერა ომით განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერა და შეკრიბა კოალიცია, რომელიც მზადაა მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად.
„თუ ბოლო ოთხ წელს ავიღებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასუსტებული ქვეყანაა. როდესაც მესმის კაპიტულანტური გამოსვლა უკრაინის შესახებ, როგორ მოუწოდებს ზოგიერთი ლიდერი უკრაინას, აღიაროს, რომ დამარცხებულია, ამ ომში რუსეთის გადაჭარბებულად შეფასება, ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომაა”, – აღნიშნა მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მიღწეულმა შეთანხმებამ უნდა დაიცვას მომავალი აგრესიისგან და შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება.
„უნდა უზრუნველვყოთ, რომ შეთანხმებამ დაიცვას , შეინარჩუნოს ევროპის უსაფრთხოება, არ მისცეს რუსეთს სტიმული ხელახალი მცდელობისთვის და ასევე არ მისცეს დანარჩენ მსოფლიოს კატასტროფული მისაბაძი მაგალითი“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების შემუშავებაში ევროპის როლი მნიშვნელოვანია.
„მშვიდობა ევროპელების გარეშე არ იქნება. მინდა ძალიან ნათლად ვთქვა: თუ გსურთ, შეგიძლიათ მოლაპარაკება ევროპელების გარეშე, მაგრამ ეს არ მოიტანს მშვიდობას მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნა მაკრონმა.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ევროპამ უნდა აღადგინოს დიპლომატიური არხები რუსეთთან, რათა არ დაეყრდნოს სხვებს – ძირითადად -ს – მოლაპარაკებების წარმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს