ემანუელ მაკრონი – მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი.
„მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, – ციტირებს მედია მაკრონს.
მისი მტკიცებით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.
„ეს, უდავოდ, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა და გახდა დომინანტი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ემანუელ მაკრონმა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ამ საკითხს გაერო-ს შეხვედრაზე დაუბრუნდება.
„ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“