– მინდა მჯეროდეს, რომ აშშ ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ასე არ იქნება – ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო კვირას ის პარიზში მიიღებს იმ ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში სამომავლო მშვიდობის გარანტორების როლი აიღონ.
მაკრონის თქმით, უკრაინაში მშვიდობა “სავარაუდოდ, ევროპული ძალების განლაგებით დადგება”, რომლებიც “არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ”.
მან აღნიშნა, რომ უნდა იყოს “გეგმა მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის, რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად”.
“მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია