ემანუელ მაკრონი – მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევა მივულოცო – დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევაზე გაიმარჯვა

მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მივულოცო. დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე.
შეგახსენებთ, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიეუმ კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასიური ჩარევა ხდებოდა, რომელსაც „შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი“ ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ