ემანუელ მაკრონი – მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში მშვიდობა დაბრუნდეს სამართლიანად, მტკიცედ და ხანგრძლივად

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, გასული რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, გერმანიის კაცნლერს, ოლაფ შოლცს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტრორ ორბანს ესაუბრა.
მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპელი კოლეგები და მოკავშირეები მზად არიან უკრაინაში სამართლიანი, მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დასაბრუნებლად.
„ევროპელ კოლეგებთან და მოკავშირეებთან გასული დღეების დისკუსიების შემდეგ, მზად ვართ, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინაში მშვიდობა დაბრუნდეს სამართლიანად, მტკიცედ და ხანგრძლივად და რომ ევროპელების უსაფრთხოება გაძლიერდეს მომავალი მოლაპარაკებების გზით“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული