ემანუელ მაკრონი – თუ უკრაინა მის ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარების ყოფნას ითხოვს, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი

უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემდგომში იგი წარედგინება შეერთებულ შტატებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ მიზანი არ არის „მასობრივი ჯარების“ შექმნა, რადგან ევროპაში ყველაზე დიდი არმია უკრაინის შეიარაღებული ძალებია.
„ეს ეხება რამდენიმე ათასი ადამიანის განლაგებას თითოეული ქვეყნიდან ძირითად ადგილებში, რათა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები და გამოავლინონ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში