ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი ომს მოიგებს, ევროპისადმი ნდობა ნულამდე დაეცემა
ჩვენ ორი წელია ვეხმარებით უკრაინას, ჩვენ გვაქვს მიზანი: რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი!- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1-სა და France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს „ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და საფრანგეთისთვის“.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება! 2024 წლის დასაწყისი ჩვენთვის ახალ დასაწყისს უნდა ნიშნავდეს“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება და შექმნას კოალიცია რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, ევროპისადმი ნდობა ნულამდე დაეცემა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.