ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის.
მაკრონმა კომენტარი გააკეთა პუტინის უარზე ოლიმპიური თამაშების დროს ზავის დაწესებასთან დაკავშირებით მის შეთავაზებაზე.
„ასე რომ, მსოფლიოში ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. სწორედ მან გადაწყვიტა ამ ომის დაწყება და ის არ არის მზად მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ოლიმპიური ზავი“ ტრადიციაა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შესაძლებლობის გამოყენება.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ზავი მისთვის ფინალი არ არის და რომ ფინალი ”მდგრადი მშვიდობაა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.