-ის მიერ ტარიფების დაპაუზებაზე – ეს პაუზა მყიფეა – ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა.
„ამერიკული ტარიფების 90 დღით ნაწილობრივი შეჩერება სიგნალს აგზავნის და მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. თუმცა, ეს პაუზა მყიფეა. მყიფეა, რადგან ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფები და ყველა სხვა პროდუქტზე 10%-იანი ტარიფები კვლავ ძალაშია. ეს 52 მილიარდ ევროს წარმოადგენს ევროკავშირისთვის! მყიფეა, რადგან ეს 90-დღიანი პაუზა 90 დღიან გაურკვევლობას ნიშნავს ჩვენი ყველა ბიზნესისთვის, ატლანტიკის ორივე მხარეს და მის მიღმაც“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა ორი დღის წინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ბუკია: ზაარბრიუკენის მერის გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ ოფიციალური თბილისის — ხელისუფლებისა და მერიის წინააღმდეგ და ის არ უკავშირდება დაძმობილებული ქალაქების სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კავშირის გაწყვეტას