ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეჭვი არ ეპარება, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე იქნება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეკითხვაზე, უქმნის თუ არა რუსეთი ოლიმპიადას საფრთხეს, მაკრონმა უპასუხა : „არაფერში არ მეპარება ეჭვი, მათ შორის ინფორმაციის კუთხით“.
ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ ომთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა დამარცხდეს, თუმცა მკაფიოდ განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების წამოწყებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.