ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელჩი - საფრანგეთში სულ უფრო აგრესიული რუსული ჩარევის წინაშე ვდგავართ და ამასთან ბრძოლა გვინდა - ისე გვინდა ვებრძოლოთ, რომ ადამიანის უფლებების ორგანიზაციების სტიგმატიზება ან დემონიზირება არ მოვახდინოთ

რუსულ ჩარევასთან ბრძოლა ისე გვინდა, რომ ადამიანის უფლებების ორგანიზაციების სტიგმატიზება ან დემონიზირება არ მოვახდინოთ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ძალიან ნათლად რომ ვთქვა, საფრანგეთში დღეს მნიშვნელოვან პრობლემას განვიხილავთ, რომლის წინაშეც ბევრი დემოკრატია დგას - თუ როგორ ვებრძოლოთ დემოკრატიულ პროცესებში უცხოურ ჩარევას და ყოველმა ქვეყანამ შესაბამისი პასუხები უნდა იპოვოს. საფრანგეთში სულ უფრო და უფრო აგრესიული რუსული ჩარევის წინაშე ვდგავართ და ამ ჩარევასთან ბრძოლა გვინდა, მაგრამ გვინდა მას ადამიანის უფლებების ჩარჩოში ვებრძოლოთ, ვინაიდან ეს ჩვენი ღირებულებებია. ისე გვინდა ვებრძოლოთ, რომ ადამიანის უფლებების ორგანიზაციების სტიგმატიზება ან დემონიზირება არ მოვახდინოთ“, - განაცხადა ელჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.