არქივი28 დეკემბერი, 2023, 06:54
ელჩი: რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას რუსეთისთვის
რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას არ აღიარებს.
როგორც ელჩი X-ში წერს, რუმინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
"რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდას ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის", - წერს დიპლომატი.
***
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.