ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელჩების კონფერენცია გრძელდება - ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება

ელჩების კონფერენცია გრძელდება. ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება.
დიპლომატიური კორპუსის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მოთმინებაზე, რომელიც მომავალ წელსაც პრიორიტეტად სახელდება.
კონფერენციის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და სამუშაო სესიები. შეხვედრის მონაწილეები აფასებენ ქვეყნის წლევანდელ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს და მსჯელობენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე.
ამბასადორიალი გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახსნა და მომავალ 2024 წელს, ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კომუნიკაცია და მჭიდრო კავშირების განვითარება სთხოვა. ამბასადორიალი ხვალ დასრულდება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.