ელისო კილაძე: შემთხვევითი არ იყო ირაკლი კობახიძის გუშინდელი ფრაზა-პირადად მე და ჩემს მეგობრებს რიჟვაძესთან პრეტენზიები არ გვაქვსო

ჟურნალისტი ელისო კილაძე:
ირაკლი კობახიძე იმაზე ჭკვიანი და მიზანდასახული აღმოჩნდა, ვიდრე მის კოლეგებს წარმოედგინათ.
მან მოახერხა კონკურენტების გზიდან ჩამოცილება, მეტიც მიაღწია იმას, რომ მთავრობაში აკონტროლებს ძალოვნებს (მამუკა მდინარაძის ფრთა)
კობახიძე ბიძინას მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას მის გარემოცვაზე და პირველი კომპრომატი იყო, რომ ისინი ფულს იპარავენ და საერთოში არ დებენ!
ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!
ესენი პირველივე დიდ კუშზე(რიჟვაძე) აფეთქდნენ!
ამ ფაქტის მერე, სხვებთან კიდევ უფრო გაუჭირდებათ!
ჰოდა, მოტეხილ ფულს თუ სრულად ვერ დააბრუნებენ, გამოდის რომ იტყუებოდნენ და მერე უკვე დგება კობახიძის დანოსებით ჩაჩოჩებული ხალხის დრო!
შემთხვევითი არ იყო ირაკლი კობახიძის გუშინდელი ფრაზა-პირადად მე და ჩემს მეგობრებს რიჟვაძესთან პრეტენზიები არ გვაქვსო. (ირიბად, ბიძინასკენ გადაიტანა ისრები).
ცხელი ზაფხული გველის.
P.s. მე პოპკორნი არ მიყვარს, მზესუმზირას მოვიმარაგებ

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”