არქივი20 ივნისი, 2024, 03:53
ელისო კილაძე: ოპოზიცია რომ ჩემს ჯინაზე ამ დრომდე არ იმჩნევდა და იმჩნევს ნარკოტიკების პრობლემას, ეს ცალკე სევდიანი ისტორიაა
“ქრონიკა პლიუსის” მფლობელი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციას აკრიტიკებს და წერს:
“მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა შს სამინისტრომ,27 ნარკორეალიზატორი და კურიერია დაკავებული!
ყველაზე უფროსი 1954 წელსაა დაბადებული!
დაკავებულთა შორის არიან ქალები და ახალგაზრდები
მადლობა ყველა ღირსეულ პოლიციელს
P.s.განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ ამ პროცესს და ვთვლი რომ მცირედი წვლილი მეც შევიტანე!
ოპოზიცია რომ ჩემს ჯინაზე ამ დრომდე არ იმჩნევდა და იმჩნევს ნარკოტიკების პრობლემას, ეს ცალკე სევდიანი ისტორიაა“ – წერს ელისო კილაძე
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.