ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისო კილაძე: მოსამართლე რომელმაც ნინო დათაშვილი პატიმრობაში გაუშვა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის იყო ცნობილი

ელისო კილაძე: მოსამართლე რომელმაც ნინო დათაშვილი პატიმრობაში გაუშვა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის იყო ცნობილი

ჟურნალისტი ელისო კილაძე:

მოსამართლე რომელმაც ნინო დათაშვილი პატიმრობაში გაუშვა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისთვის იყო ცნობილი‼️
რომელ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყავთ, ეს უნდა გასაჯაროვდეს‼️(ხონში კარგი კლინიკაა, სხვაგან არ ვიცი)
ფაქტი ერთია-დაუნგრიეს ქალს ცხოვრება და ეს დაუსჯელი ვერ დარჩება‼️
ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.