ელისო კილაძე: ირმა ხახუტაიშვილი ერთი ფოტოს გადაღებას წინ რა უდგა?! ჩხაკ და ფაქტი მზადაა

“ფეისბუქ” მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“გამოფენის წინ რომ “ნიკორაა” იქ შევედი რაღაცები უნდა ვიყიდო. დავიძერი სალაროსკენ და უცებ გაივსო იქაურობა, დადგა დიდი რიგი. მიახლოებით 20 ახალგაზრდა ჩემს წინაა, შემოდიან და შემოდიან, ჯიბეებში ან ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, დგანან რიგში, უკვე შეჩვეული ვარ ხოლმე ამათ სახეებს და ნული რეაქცია, ვარ ჩემს ფიქრებში. ჩემს წინ დგას ორი გოგო, იმდენად ნელა მიდიოდა რიგი, უკვე ავღელდით, დავიწყეთ რატომ არ არის მეორე მოლარე, მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა, მოკლედ, უკვე გამოვფხიზლდი, უცებ ამ დროს , სმს ხმა მოდის ჩემ წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, — აჰა ხო გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200 იო ის პასუხობს, –მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე, ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო?

მერე უკვე მათი რიგიც მოვიდა, აიღეს ორ ორი სიგარეტი, წყალი და იუგურტი და გავიდნენ. სხვებიც ძირითადში იგივეს ყიდულობდა, თხილეულს, გამომცხვარ ხაჭაპურებს, მერე დავაკვირდი რიგი იმიტომ მიდიოდა ნელა რომ სიგარეტს მოლარე მეორე სალაროდან იღებდა, მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა, საღოლ, თუმცა მათაც გასათეთრებელი აქვთ რა, არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში ხო იცი. თუმცა აქაურებს აშკარად ეცოტავათ ეგეც ფაქტია”, – წერს ირმა ხახუტაიშვილი.

ცნობისათვის, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის კითხვაზე: ვიდეო უნდა გადაგეღო! მე გადავიღებდი და გამოვუფენდი ყველგან, აფსუს, ვიდეო დაგვხატავდა ხახუტაიშვილი პასუხობს: წამებში მოხდა მანი ეს საუბარი. 

აი, რას წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე:

ირმა ხახუტაიშვილი კაი, დავიჯერეთ რომ ევროპის დღის მონაწილეები, გამოფენასთან “ნიკორაში” წავიდნენ სასუსნავების საყიდლად, (ევროპის დროშებით), მაგრამ ერთი ფოტოს გადაღებას წინ რა უდგა?! ჩხაკ და ფაქტი მზადაა😎
მით უფრო, თუ რიგში დგომამ დიდხანს მოგიწია?!
P.s. იმედია, სუსში ახლა მაინც გამოჩნდება ვინმე გონიერი და ასეთ “ექსპერტებს” და “ბლოგერებს” აღარ დააფინანსებს-თავი გეჭრებათ‼️

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ