: დღეს ნახევრად დამწვარი წიგნები გიას სასახლესთან ეწყო-იმ ავკაცობის გასახსენებლად

“2022 წელს წალენჯიხის მერს სახლთან, მანქანა დაუწვეს.
მანქანაში ტერენტი გრანელის წიგნები ეწყო❣️
დღეს ნახევრად დამწვარი წიგნები გიას სასახლესთან ეწყო-იმ ავკაცობის გასახსენებლად.
ასეთი ქართველი მივაბარეთ დღეს მიწას💔” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. 

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მის ხსოვნას ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად პატივი მიაგეს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

სამოქალაქო პანაშვიდი მერიის წინ გაიმართა

გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, საკუთარ სახლში, ჯანმრთელობის უეცარი გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”