არქივი16 მარტი 2026, 20:06
ელისო ბოლქვაძე: ბედნიერი მომენტები პარიზში, SOS Talents Foundation-ის გალა-ღონისძიების შემდეგ, დასოს სასახლეში
12 მარტს, პარიზის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ სივრცეში – მარსელ დასოს სასახლეში საერთაშორისო ფონდის "SOS Talents" გალა-კონცერტი გაიმართა. სცენაზე ქართველი ნორჩი პიანისტებიც წარსდგნენ.
პარიზში გამგზავრება შესაძლებელი გახდა საქველმოქმედო ფონდის "ლირა"-ს მხარდაჭერით, რომელიც წლებია თანამშრომლობს „SOS Talents“-თან და ხელს უწყობს
ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას.
ღონისძიება განხორციელდა აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით.
პარიზის გალა-კონცერტზე წარსდგნენ:
მათი წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ პირად მიღწევას, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული მუსიკალური სკოლის საერთაშორისო აღიარების გზაზე.
აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში გალა-ღონისძიების ამსახველ ფოტო მასალას ავრცელებს.






არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.