ელისონ ჰარტი – ნატო აგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად საჭირო მხარდაჭერა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი ელისონ ჰარტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინას იარაღს ნატოს მეშვეობით მიაწვდის.
ალიანსის პრესმდივანმა „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
„მოკავშირეები აგრძელებენ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს მოიცავს სასწრაფო ძალისხმევას აშშ-სგან ძირითადი მარაგების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას“, – განაცხადა მან.
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)