ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს

ელისაშვილი საკუთარი პროცესიდან გამოაძევეს და დააჯარიმეს

“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
იქამდე, ვიდრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჯარიმას გამოუწერდნენ, იგი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა – “ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.
ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს პაჩკა-პაჩკა დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს”. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.