ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება დღეიდან არის შესაძლებელი

ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება დღეიდან არის შესაძლებელი

ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმება დღეიდან არის შესაძლებელი
2024 წლის 2 სექტემბრიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.
მედიანური ტარიფები შემდეგია:
* მოდინებაზე არსებული ჰესები – 6,5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,
* მზის ელექტროსადგურები – 5,6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ,
* ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ.სთ.
აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებას და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.