ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელექტროენერგიის ტარიფის სიიაფით საქართველო რეგიონში მე-2 ადგილზეა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქმიანობის 2023 წლის ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა.
დოკუმენტში, მათ შორის, საუბარია, გასული წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფზე ქვეყანაში და ასევე მოცემულია შედარებითი ანალიზი - თუ რამდენს იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი (არა ბიზნესი) ელექტროენერგიაში.
შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის სიძვირით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ სომხეთს და თურქეთს ჩამორჩება. აზერბაიჯანსა და რუსეთში კი ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია, ვიდრე საქართველოში.
კერძოდ, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ასეთი იყო:
სომხეთი - 31.391 თეთრი/კვტ.სთ;
თურქეთი - 23.566 თეთრი/კვტ.სთ;
საქართველო - 22.360 თეთრი/კვტ.სთ;
აზერბაიჯანი - 15.552 თეთრი/კვტ.სთ.
რაც შეეხება რუსეთს, იქ ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. საშუალო ტარიფი კი ერთ კილოვატზე 15 -16 თეთრის ფარგლებში მერყეობს.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.