ელექტროგაყვანილობის ხელოსნის და მღებავის მომსახურება - სერვისები, რომლებიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი (დეფლაცია), ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1 პროცენტი შეადგინა.
სერვისების ჩამონათვალს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგია:
· ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 47%
· ავტომობილის რეცხვის გადასახადი - 27%
· საბანკო მომსახურების ღირებულება - 26.3%
· მღებავის მომსახურება - 18%
· სანტექნიკოსის მომსახურება - 14.5%
· სპორტული წრის გადასახდელი - 14%
· გასართობი ცენტრის მომსახურება - 12%.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.8 პროცენტით განისაზღვრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.