ელენე ხოშტარია – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე – იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, მან შესვლამდე შეხვედრის შინაარსი არ იცის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაცია გრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შორის კოორდინაცია. ძალიან ბევრი საქმეა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიცია ყველაფერზე – იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, საგარეო არაღიარების პოლიტიკა, პროტესტი თუ სხვა. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო უნდა იყოს. ჯერ არ ვიცი შინაარსი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის კოორდინაცია გრძელდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით