ელენე ხოშტარია – ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს

ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის როლი დასავლელი პარტნიორების მიერ არჩევნების არაღიარების საქმეშია უდიდესია.
„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. მისი როლი, მისი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან არაღიარების საქმეში გადამწყვეტია. ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში, მუდმივ კონსულტაციებში. არაფერი კონკრეტული დეტალური სიახლე, სათქმელი ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი: ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი. ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს.
დღეს პრეზიდენტი, საკუთარ ბრიფინგზე, ალბათ ყველაზე კარგად შეძლებს საკუთარი სათქმელი თქვას, ამიტომ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც ქვეყნის გარეთ, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან. ამდენი ხანია ეს არჩევნები პრაქტიკულად არ არის აღიარებული, მისი დიდი დამსახურებაა, იმ ფაქტებთან ერთად, რაც ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში