ელენე ხოშტარია – სხვა გზა არ არსებობს, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა – სიმბოლურია, რომ დღეს, ოკუპაციის დღეს, ამდენი ხნის მერეც, გვიწევს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა

არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც მთავარი საფუძველი ძალაუფლებისა, ხალხი, არის შენს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის მარშს შეუერთდა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს, ოკუპაციის დღეს, კიდევ გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.
„არ არსებობს ქვეყნის მართვა, როდესაც ხალხი არ გემორჩილება. არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც მთავარი საფუძველი ძალაუფლებისა – ხალხი, არის შენს წინააღმდეგ. არ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნება, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ გაღიარებს როგორც მმართველს და როგორც ველური, ისე იქცევი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
მესმის, რომ მარტივი პროცესი არაა. ამდენი ხანია ადამიანები ციხეში არიან, ნაცემები არიან, ჯანმრთელობა შელახულები არიან ყოველდღე ქუჩაში გამოდიან. მარტივი პროცესი არ არის, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დაცვას, საკუთარი მომავლის, თავისუფლების, ღირსების სამართლიანობის, კეთილდღეობის დაცვას, სხვა გზა არ არსებობს, უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. დღეს, ოკუპაციის დღეს, სიმბოლურია, რომ ჩვენ კიდევ, ამდენი ხნის მერე, გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას