ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია - საქართველოს მოქალაქეების ნებით გადავდივართ ახალ ეტაპზე - ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე

ელენე ხოშტარია - საქართველოს მოქალაქეების ნებით გადავდივართ ახალ ეტაპზე - ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე

დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე - ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც გველოდება მთელი მსოფლიო.
„დღეს არის ისტორიული დღე, ამ დღით იამაყებს საქართველოს ყველა მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეების ნებით ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე - ეს არის კოალიციურ მმართველობა, ევროპული მომავალი და ეს პროცესი დაიწყება ხვალიდანვე. ქვეყანა უნდა წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც გველოდება მთელი მსოფლიო. მე მოვედი ჩემ ძმისშვილთან ერთად, რომელიც პირველად აძლევს ხმას. სწორედ ამ თაობის მოტივაცია, ბრძოლა შემართება არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელ დღეს. ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია პრეზიდენტთან, გვაქვს კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებთან, მზად ვართ კოალიციური მმართველობისთვის, ყველაფერი უმტკივნეულოდ და მშვიდობით ჩაივლის”, - განაცხადა ხოშტარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.