ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია - მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა - მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა

ელენე ხოშტარია - მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა - მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა

მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა, მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა თქვეს, რომ ეს მთავრობა მიუღებელია.
“არ აქვს მნიშვნელობა ისინი შეიკრიბებიან თუ არა იმ ოთახში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალმა დღეს, წინა დღეებში, დღეს ღამეც განაცხადა, რომ ეს მთავრობა მიუღებელია. მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა, მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა”, - აღნიშნა ხოშტარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.