ელენე ხოშტარია: მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ (ვიდეო)

მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა თავს პატიმრად არ ვგრძნობ. რადგან თავისუფლება არჩევანია. თავისუფლება ჩემი და ქართველი ხალხის არჩევანია, მიუხედავად ყველაფრისა.
მოგმართავთ საპატიმროდან, თუმცა არა იმისთვის, რომ დახმარება გთხოვოთ. მე გთხოვთ, დავდგეთ ერთად და ხმა ავიმაღლოთ ჩვენი საერთო, ევროპული ღირებულებების დასაცავად. მე არ გთხოვთ, ააშენოთ ქართული დემოკრატია, მე გთხოვთ, ერთად შევებრძოლოთ ავტოკრატებსა და ოლიგარქებს, ჩვენს საერთო საფრთხეს. მე არ გთხოვთ, ააშენოთ ჩვენი ეკონომიკა, მე გთხოვთ, ერთად ავაშენოთ ევროპა, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. მე არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მე გთხოვთ, იბრძოლოთ ჩვენთან ერთად, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას. დროა, ევროპამ იმოქმედოს, გარემოებებზე რეაგირებით კი არა, იმოქმედოს სტრატეგიულად. ციტატას მოვიყვან – “იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის” – ეს სიტყვები ეკუთვნის პოლიტპატიმარს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, ჩვენი ბრძოლის სიმბოლოს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. და მე მსურს, ეს სიტყვები მთელს ევროპას მივაწვდინო, თქვენი, როგორც ჩემი ძვირფასი ევროპული ოჯახის, მეშვეობით. მადლობა |ელენე ხოშტარია
🇬🇪26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის