ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია - მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით - ეს ყველაფერი ისეთივე ყალბი და რუსულია, როგორც ყველა სხვა ინიციატივა

ელენე ხოშტარია - მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით - ეს ყველაფერი ისეთივე ყალბი და რუსულია, როგორც ყველა სხვა ინიციატივა

მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს აქტივისტებისა და ოპოზიციონერების ნარკო-შემოწმებაზე გადაყვანის თაობაზე.
ხოშტარიას შეფასებით, ეს ყველაფერი „ყალბი და რუსულია“
„მმართველობაში მოკალათებული კრიმინალები, რომლებიც მათ შორის ნარკოტიკების და ხშირად მომაკვდინებელი შხამების გავრცელებაზე მდიდრდებიან, გადავიდნენ აქტივისტების დევნაზე, ვითომ ნარკოპოლიტიკის ეგიდით.
ისეთივე ყალბი და რუსულია ეს ყველაფერი, როგორც ყველა სხვა ინიციატივა. უბრალოდ მასობრივად შეუქმნის ადამიანებს საფრთხეს, მათაც, ვისაც ახლა ჰგონია, რომ პოლიტიკისგან შორს არის", - წერს ხოშტარია.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ლელოს“ ლიდერებს „მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში“. მისი ინფორმაციით, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს გენერალური მდივნის მოადგილე, ოთო ფარულავა; კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარკო-შემოწმებაზე გადაჰყავთ აქტივისტი - ბექა პაპაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.