ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით - 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას

ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით - 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს.
როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით“.
„დიდი ენერგიისა და ძალის მომცემი იყო გუშინ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვანი ჯგუფის ერთიანი განცხადება პროტესტის 1 წლის თავზე, ახალი შემართებით ბრძოლაზე.
28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებას, მოქალაქეების თავგანწირვას! პოლიტიკოსების გაუტეხლობას და მთლიანად მთელი საზოგადოების არჩევანს - არ დავთმოთ თავისუფლება!
მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების” სახით. ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში.
28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.